ჩოხატაურის რამდენიმე სოფელში მოსახლეობას შუქი ჯერ კიდევ არ აქვს.
“გურია ნიუსს” ენერგოპრო ჯორჯიას ჩოხატაურის სერვისცენტრში განუცხადეს, რომ ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ნაბეღლავი, ზოტი, შუა სურები, გუთური.
“მუშაობენ ჯგუფები. ელექტროენერგიის აღდგენის ზუსტ დროს ვერ გეტყვით”,_ ამბობენ ენერგოპრო ჯორჯიაში.
ინფორმაციისთვის, უხვმა თოვლმა ჩოხატაურში გზების გარდა, პრობლემა ენერგოსისტემასაც შეუქმნა. დაწყვეტილია ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და წაქცეულია ბოძები.
[sexy_author_bio]