საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს რიკოთის უღელტეხილზე არსებული მდგომარეობის სპეციალისტების მიერ შეფასება.
“წინასწარ გაგვიჭირდება ინფორმაციის გაზიარება დაწესებული რეჟიმის მოხსნის ვადებთან დაკავშირებით. სპეციალისტების მიერ ხდება არსებული ვითარების შეფასება.
მუშაობენ ტოპოგრაფიული ჯგუფები, მიმდინარეობს გეოფიზიკის, გეოლოგიური ბურღვითი სამუშაობი, ასევე ხორციელდება მისასვლელი გზების მოწყობა, რათა უფრო მოკლე დროში მოხდეს არსებული მდგომარეობის შესწავლა. როგორც კი იქნება შესაბამისი რეკომენდაცია ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ, ინფორმაციას ოპერატიულად გავავრცელებთ”, _ ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.