თუ სამსახური ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, იმისთვის, რომ უფრო ბედნიერები გავხდეთ, სამსახურშიც ბედნიერად უნდა იგრძნოთ თავი, მიუხედავად იმისა დიდ კორპორაციაში მუშაობთ თუ მცირე საწარმოში.
სწორედ ამ მიზნით, 2015 წელს, ორმა ჰოლანდიელმა ქალბატონმა, მაარტიე ვოლფმა და ფენნანდ ვან დერ მაულენმა „სამსახურში ბედნიერების საერთაშორისო კვირეული“ დააწესა. ისინი არიან კომპანია „Happy Office“ -ის დამფუძნებლები, რომელიც ადამიანებს სთავაზობს პროგრამას, რომელიც საშუალებას იძლევა სამუშაო ადგილზე ბედნიერი გარემო შექმნათ, რათა თქვენც და თქვენი თანამშრომლები ბედნიერები იყვნენ. პროგრამა „Happy Office“ მოიცავს მრავალ კვლევას, რომელიც თითოეულ ორგანიზაციას დაეხმარება შეაფასოს და გააანალიზოს ყველა პრობლემა, რათა მათი აღმოფხვრის შემდეგ დაქირავებულებმა თავი სამსახურშიც ბედნიერად იგრძნონ.
სადღესასწაულო კვირეულის დაწესებაც სწორედ ამ მიზნით მოხდა – მან ხელი უნდა შეუწყოს მსოფლიო საზოგადოების გაერთიანებას, რათა ისინი ერთმანეთს დაეხმარონ სამსახურში ბედნიერი ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში. კვირის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია შევიდეს „Happy Office“-ის ვებგვერდზე და ხელი მოაწეროს მანიფესტს, იმ პირობის დადებით, რომ შეიტანს ცვლილებებს სამსახურებრივი ატმოსფეროს გაუმჯობესების კუთხით.
„Happy Office“ და „სამსახურში ბედნიერების საერთაშორისო კვირეულის“ დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ ყველას შეუძლია შეცვალოს სამუშაო ადგილის პირობები ისე, რომ ადამიანებმა ცხოვრების ყველა ასპექტში თავს ბედნიერად გრძნობდნენ.
„სამსახურში ბედნიერების საერთაშორისო კვირეულის“ აღნიშვნა 2015 წლიდან დაიწყო, უკვე ტრადიციული სახე მიიღო და 20-26 სექტემბერს ტარდება.