წუხანდელი სტიქიის გამო ამ დრომდე უშუქოდ რჩება შეკვეთილისა და ურეკის მოსახლეობის ნაწილი. “ენერგო პრო ჯორჯიას” პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიის ბრიგადები სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და რამდენიმე საათში შეკვეთილსა და ურეკში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგება:
_ მთელი ღამის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში იმუშავეს ჩვენმა ბრიგადება. ურეკისა და შეკვეთილის ნაწილს უკვე ჩაერთო დენი. სრული აღდგენა კი რამდენიმე საათში დასრულდება, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას “ენერგო პრო ჯორჯიას” პრესსამსახურის წარმოამდგენელმა ეკა ურიდიამ.
მისივე ინფორმაციით ელექტროენერგია წუხელვე აღუდგა გრიგოლეთის მოსახლეობას.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ურეკში, გრიგოლეთში და შეკვეთილში ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარიშხალი იყო, რომელმაც მოთხარა ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. დაიტბიორა ათამდე ოჯახი და დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა.