ჩოხატაურში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს, 18 საათზე საზეიმო ვითარებაში აინთება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მერი დავით შარაშიძე ავრცელებს.
როგორც მერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიებაზე ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით მუსიკალური ნომრები შესრულდება.
ინფორმაციისთვის, წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროულად დაუსრულებლობის გამო საახალწლო ნაძვის ხე და სცენა, სადაც კონცერტი უნდა გაიმართოს ანა კალანდაძის სკვერთან არის განთავსებული.