“ადამიანის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვა გავრცელებული პრაქტიკაა”, _ ამის შესახებ შპს “ჰერმესის” წარმომადგენელმა განაცხადა.
“ასეთი რამ ხდება გარდაცვლილის სამედიცინო მდგომარეობიდან გამომდინარე. მაგალითისთვის, როდესაც ის დიდი ხნის განმავლობაში მჯდომიარე მდგომარეობაშია და ამ მდგომარეობაშია გარდაცვლილი. სხეულის გასწორება ამ დროს არ ხერხდება. ერთადერთი გზა არის ძვლებისა და მყესების გადატეხვა, რაც არაჰუმანურია და რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ”, – განმარტავენ “ჰერმესში”.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საკრებულომ მიიღო დადგენილება მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის შესახებ.
ზუგდიდის საკრებულოს დადგენილებით, საფლავის სიღრმე არ უნდა იყოს 1.2 მეტრზე ნაკლები, ხოლო გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას – არანაკლებ 1 მეტრისა.
დადგენილება 2018 წლის 4 მაისს საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიიღეს.