ამ დრომდე საჯარო სკოლებში ხელფასები არ დარიცხულა. განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე etaloni.ge განუმარტეს, რომ დაახლოებით 25 იანვარს მოხდება მონაცემების ამოღება და ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო სკოლების ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურება 10 პროცენტით იზრდება; იმატებს სკოლის ექიმისა და ექთნის ხელფასიც. რაც შეეხება პედაგოგებს, როგორც ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტშია განმარტებული, განათლების სისტემის გაზრდილი დაფინანსება სრულად მოხმარდება ზაფხულში მასწავლებლებისთვის მომატებული ხელფასების დაფინანსებას, რაც ნიშნავს, რომ მათთვის ბიუჯეტით ანაზღაურების გაზრდა გათვალისწინებული არ არის. სამაგიეროდ დირექტორებმა დაზუსტებული საშტატო განრიგები უნდა ასახონ, რათა თანამდებობრივი სარგოს ცვლილებიდან გამომდინარე, დაზუსტდეს გასაცემი დაფინანსებების ოდენობები.