ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის თარიღი უცნობია.
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა, როდის გაიმართება პირველი სხდომა და ცესკოს პრეს-სპიკერს ანა მიქელაძეს დაუკავშირდა.
“კანონმდებლობის თანახმად საოლქო საარჩევნო კომისიები აჯამებენ არჩევნების შედეგებს არჩევნების ჩატარებიდან არაუგვიანეს 11 დღისა. ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაც, შესაბამისად, კანონმდებლობით შეაჯამებს შედეგებს და ამის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია ოფიციალურად დანიშნავს საკრებულოს პირველ სხდომას“, _ გვითხრა ანა მიქელაძემ.
#60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად თენიეშვილის თქმით, ოზურგეთში ჩატარებულ არჩევნების შედეგებს 18 ნოემბერს შეაჯამებს და ამის შემდეგ ოფიციალურ ინფორმაციას ცესკოს მიაწვდის.