“ლენინის დროშა“ 1982 წლის თებერვლის ნომერში ავრცელებს ინფორმაციას, რომ იმ დროს მახარაძის რაიონის, სოფელი შემოქმედი ოქროს მედალით დაჯილდოვდა.
„საქართველოს სსრ სახელმწიფო მშენებლობის კომიტეტის, საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ერთობლივი გადაწყვეტილებით, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისა და საქართველოს კომპარტიის შექმნის მე-60 წლისთავთან დაკავშირებით საუკეთესოდ განაშენიანებული და კეთილმოწყობილი სოფლების შარშან მოწყობილ რესპუბლიკურ დათვალიერება-კონკურსში გამარჯვებული იქნა სოფელი შემოქმედის ფ.ე. მახარაძის სახელობის კოლმეურნეობა და დაჯილდოვდა საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობას მიღწევების გამოფენის პირველი ხარისხის დიპლომით, ამასთანავე იგი წარდგენილ იქნა საკავშირო დათვალიერება-კონკურსზე, სადაც წილად ხვდა გამარჯვება და დაჯილდოვდა სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევების ოქროს დიდი მედლით და პირველი ხარისხის დიპლომით“, _ აღნიშნულია “ლენინის დროშაში“.