დიდ ქალაქებში მე-7, მე-12 კლასის მოსწავლეების სკოლაში დაბრუნების შესახებ საკოორდინაციო საბჭო უახლოეს მომავალში იმსჯელებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში სასწავლო პროცესი დისტაციურად მიმდინარეობს, რეგიონებში მოსწავლეებს არჩევის საშუალება აქვთ, დიდ ქალაქებში კი სწავლას საკლსო ოთახებში მხოლოდ 1-6 კლასის მოსწავლეები აგრძელებენ.