ოზურგეთში, საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 2 კვირის განმალობაში გაგრძელდება. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საგანმანათლებო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა იმედაშვილმა განუცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ არდადეგების დაწყებამდე ცოტა დრო რჩება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეების არ ყოფნა მაღალია.
ლელა იმედაშვილი ამ ფაქტს ვირუსებს უკავშირებს.
“რაც შეეხება მოსწავლეების დასწრებას, ჭარბობს სხვადასხვა სახის ინფექციები, ვირუსები, რის გამოც არის შემთხვევები, რომ კლასებში მაღალია მოსწავლეების არ გამოცხადება”,_ ამბობს იმედაშვილი.