ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებებში სააღდგომო დასვენება 14 აპრილს დაიწყება.
მოსწავლეებისთვის სააღდგომო არდადეგები 17 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. 18 აპრილიდან კი სწავლა განახლდება.
იქამდე კი სანამ სემესტრი დასრულდება სკოლის მოსწავლეებს დასვენება კიდევ სამი დღე მოუწევთ: 9 მაისი, 12 მაისი, 26 მაისი.
საზაფხულო არდადეგები კი, 16 ივნისიდან დაიწყება.