საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომელიც პროექტის ფარგლებში 2025 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, ამ ეტაპისთვის დაუსრულებელია.
ამ დროისთვის სოფელ ტოლებიდან ხდება გადაადგილება.
გზის მშენებლობის გაჭიანურების გამო, მოსახლეობა ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას ჟურნალისტებთან საუბრის დროს და სოციალურ ქსელებში.
„გურია ნიუსი“ გზების დეპარტამენტის პრესსამსახურს დაუკავშირდა და შეეცადა, გაერკვია, ამჟამად რა ეტაპზეა და როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.
„ამ დროისათვის მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების, საგზაო სამოსის და სანიაღვრე არხების მოწყობა.
დასრულება დაგეგმილია 2026 წლის პირველ ნახევარში“, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.































































