დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა იმის შესახებ, თუ როდის დაუბრუნდება საზოგადოება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
„როდესაც აიცრება მოსახლეობის 60-70% და ჩამოყალიბდება საზოგადოებრივი იმუნიტეტი, მაშინ შესაძლებელია იყოს საუბარი, რომ ჩვენ ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს, . მაგრამ პირბადის ხმარება და შესაბამისად სხვა შეზღუდვების მოხსნა, რასაც ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს ვუწოდებთ, ამას ერთი წელი ან წელიწად-ნახევარი დასჭირდება. მხოლოდ საქართველოს კი არა, მთელ მსოფლიოს, რომ დაამარცხოს პანდემია და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, – განაცხადა გამყრელიძემ.