საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სურამის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა.
“ავტოტრანსპორტისთვის ახალი გზა 16 აგვისტოს დილის 12:00 სთ-დან გაიხსნება.
ახალი, 6.4 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალის მონაკვეთზე აშენდა 11 ხიდი და 5 გვირაბი.
ეს მონაკვეთი ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა, გვერდს უვლის სურამსა და ჩუმათელეთს და უერთდება რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ გვირაბს
გზა აშენებულია საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად და აღჭურვილია თანამედროვე განათების სისტემით.
შემცირდება გადაადგილების დრო, გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება და სრულად განიტვირთება სურამი ტრანზიტული სატრანსპორტო ნაკადისგან.
სამშენებლო სამუშაოები მსოფლიო ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 265 მილიონი ლარი შეადგინა”,_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.































































