იმის შესახებ, როდის გაიხსნება სილამაზის სალონები და რის შესრულებაა ამისთვის აუცილებელი ამისთვის, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ისაუბრა.
მინისტრის თქმით, სილამაზის სალონები მისთვისაც მტკივნეულითემაა.
“სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის ჩემთვისაც. მერწმუნეთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სილამაზის სალონები არის დასაქმების ძალიან დიდი სეგმენტი, მცირე ბიზნესი და ჩვენ სწორედ მცირე ბიზნესს ვეხმარებით ყველანაირად და მართლაც ძალიან მინდა, რომ მალე შევძლოთ მათი გახსნა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.