ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გამართვის თარიღი ჯერ არ დაუსახელებია. ცნობილია მხოლოდ ის, 15 ნოემბრამდე უნდა ჩატარდეს.
„არჩევნების დღიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა, შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიები აჯამებენ არჩევნების შედეგებს. როდესაც ჩვენ გვექნება საბოლოო შეჯამუბელი შედეგები, შევძლებთ, რომ დავნიშნოთ მეორე ტური, რომელიც კანონმდებლობის თანახმად ინიშნება არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 25-ე დღეს. ეს ვადა, 15 ნოემბერი შეიძლება იყოს უკიდურესი, რაც გაწერილია ცესკოს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკში. თუმცა, თუ არ იქნა საარჩევნო დავები და რაიმე პრობლემები, უკიდურესი ვადის გამოყენება არ იქნება აუცილებელი“, _ ეს განცხადება ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ 22 ოქტომბერს გააკეთა.
მას შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ თემაზე განცხადება არ გაუკეთებია. ამ დროისთვის არც არჩევნების ოფიციალური, საბოლოო შედეგები გამოქვეყნებულა, თუმცა “გურია ნიუსმა” გაარკვია, რომ მეორე ტურის გამართვის თარიღი უკვე გარკვეულია.
ჩვენი ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩჩევნების მეორე ტური ექვს მუნიციპალიტეტში 12 ნოემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მერის ასარჩევად მეორე ტური ოზურგეთში, ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში და მარტვილში გაიმართება.