სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილებას 20-21 ივნისის საქმეზე 11 დეკემბერს გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას საია ავრცელებს.
“სტრასბურგის სასამართლომ საიას აცნობა, რომ 20 – 21 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილებას საჯარო სხდომაზე გამოაცხადებს.
გადაწყვეტილება 2025 წლის 11 დეკემბერს, სტრასბურგის დროით 09:30 საათზე (თბილისის დროით 12:30 საათზე) გამოცხადდება.
2019 წლის 20-21 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის დროს, დაზარალებული მოქალაქეების საჩივრები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ზეპირი მოსმენით მიმდინარე წლის 26 თებერვალს განიხილა.
დაზარალებულთა უფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საია და EHRAC იცავს”,_ აცხადებს საია.

































































