დღეს და ხვალ კი გვაქვს საქართველოში ზამთრისეული და ცივი ამინდი, თუმცა ამ ყველაფერს კვირის ბოლოს შემოდგომისთვის დამახასიათებელი ტემპერატურა შეცვლის, ვერა და ვერ მოიკიდებს ფეხს ზამთარი საქართველოში ვერც ამ გაავდრების დროს.
სამშაბათს გამოიდარებს მთელს ქვეყანაში, მზიანი დღე გვექნება და შედარებით დათბება, ოთხშაბათიდან კი დათბობა იქნება საგრძნობი და კვირის ბოლომდე –
დასავლეთ საქართველოში +15, +17 C.
აღმოსავლეთში +13, +15 C.
სანაპირო კურორტებზე +19, +21 გრადუსი იქნება.
ასე რომ ანტიციკლონი, რომელიც გამყარდება საქართველოს ტერიტორიაზე, სამუშაო კვირის მეორე ნახევარში დიდი ხნით გვაჩუქებს მზიან და თბილ დღეებს.
პესიმისტებისთვის მინდა ვთქვა ვისაც აგიჩემებიათ ზამთარმა უნდა იზამთროსო – საქართველოს კლიმატისთვის თბილი ზამთარი უჩვეულო არ არის და ცალკეულ წლებში არის ხოლმე თბილი ზამთარი.
გისურვებთ ტკბობას მზიანი დღეებით, _ წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.