აჭარის ზღვისპირეთში ინტენსიურად წვიმს და ზღვაზე შტორმია.
როგორც “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, გამოდარებას ხვალ დილიდან ელოდებიან.
“აჭარის სანაპირო რაიონებში ინტენსიურად წვიმს. წვიმა შენარჩუნდება დღის ბოლომდე, ნალექის ინტენსივობა შემცირდება ღამით და დილისთვის უნდა გამოიდაროს”, _ გვითხრა გვაზავამ.
ფოტოები, რომელსაც “გურია ნიუსი” გთავაზობთ, გადაღებულია კვარიათში, სადაც დღის განმავლობაში წვიმა ხან ინტენსიურია, ხანაც – ნაკლებად წვიმს, თუმცა, ზღვაზე ღელვა და შტორმი მთელი დღეა გრძელდება.
ფოტოები მოგვაწოდა ნინო შანშიაშვილმა
[sexy_author_bio]