გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. სინოპტიკოსების ცნობით, დღეს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ნაწილში მოსალოდნელია თოვლი. მათივე ინფორმაციით, დღეს და ხვალ, ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში და აჭარის რეგიონში ჰაერის ტემპერატურის -1, -4 გრადუსამდე დაკლებაა მოსალოდნელი, რაც ციტრუსოვანი ნარგავების ერთწლიანი ნაზარდების და დაუკრეფავი ნაყოფის დააზიანებას გამოიწვევს.
26 ნოემბერს ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზოგან შესაძლოა -5 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -9 გრადუსამდე დაეცეს, დედაქალაქში კი -2, -4 გრადუსია მოსალოდნელი.