“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნა მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება. ამის შესახებ ცნობილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებიდან გახდა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა მკაცრად დაგმო თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებზე, მედიის წარმომადგენლებზე და ოპოზიციის წევრებზე, ისევე როგორც პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საკამათო კანონს საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ზედმეტად ნაჩქარევად მიიღო.
„ეს თავდასხმები, ისევე როგორც პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ ცნობები, სრულად და გამჭვირვალედ უნდა იქნას გამოძიებული ხელისუფლების მიერ და შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტების და პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დასაცავად. მიუხედავად მათი აზრისა ამ კანონთან დაკავშირებით“, – ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა რუსოპულოსმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მოუწოდა ქართველ კანონმდებლებს, სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, სანამ კანონი ამოქმედდება.