როდის მოუსმენს პარლამენტი შინაგან საქმეთა მინისტრს 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით – ზუსტი თარიღი დღეს გახდება ცნობილი. ამ საკითხზე დეპუტატები ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ. სავარაუდოდ, ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში მომავალ კვირას, რიგგარეშე სხდომაზე მივა.
ოპოზიციის ერთ ნაწილს აინტერესებს, რატომ არ იყო პოლიციელთა საკმარისი რაოდენობა რუსთაველზე და რატომ ვერ მოხერხდა ჟურნალისტების ძალადობისაგან დაცვა, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ შეკითხვები არ აქვთ და მან თანამდებობა უნდა დატოვოს. მმართველ გუნდში კი დარწმუნებული არიან, რომ მინისტრი ყველა კითხვას სათანადო პასუხს გასცემს.