2021 წლის იანვრიდან ოზურგეთში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 800-ზე მეტ თანამშრომელს ხელფასი 50 ლარით გაეზრდება – ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა პავლე გობრონიძემ გააჟღერა.
მისივე თქმით, ხელფასების მომატება არ არის განსაზღვრული ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ თანამშრომლებზე.
“ეს 50 ლარიანი მატება მოხდება ბაღის თანამშრომლებზე. 800-სზე მეტ თანამშრომელს მოემატება ხელფასი.“ – თქვა პავლე გობრონიძემ.
საკრებულოს სხდომაზე გაიჟღერა, რომ ხელფასების მომატება ფრაქცია “ქართული ოცნების“ რეკომენდაცია იყო და მერიამაც გაითვალისწინა აღნიშნული საკითხი.