ჭამის დროს წყლის სმას ყოველთვის ერიდეთ. საჭმლის მონელების პროცესზე ეს ცუდად მოქმედებს, ხდება კუჭის წვენის გაზავება.
ძილის შემდეგ, დილით და ძილის წინ, საღამოობით, ერთი ჭიქა ცხელი წყალი ან წყლით გაზავებული ხილის წვენის დალევა ჯამრთელობისათვის ძალზე სასარგებლოა.
რძე საკვებია და არა სასმელი, ძალზე კარგია რძის სმა ხილთან ერთად.
ცუდია მაგარი ჩაის ან ყავის სმა, ორივე სასმელი ცუდად მოქმედებს საჭმლის მონელებასა და ნერვულ სისტემაზე, აგრეთვე თირკმელსა და გულზე, ვინც თავს ვერ იკავებს, ხანდახან უშაქრო ბაცი ჩაი დალიოს, ოღონდ ჭამის დროს არა.
წყალი სვით მხოლოდ მაშინ, როცა გწყურიათ.გახსოვდეთ ბუნებრივ პროდუქტებში წყალი ყოველთვის ბევრია.