ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანიზაციის რეკომენდაციით, მოზრდილმა ადამიანმა ერთჯერადად შეიძლება მიიღოს 200 მილიგრამი კოფეინი (დაახოებით ორი ჭიქა), ხოლო დღიური მაქსიმალური დოზა 400 მილიგრამია ( დაახლ 4ჭიქა). აღნიშნული გათვლილია სრულიად ჯანმრთელ ადამიანებზე, თუმცა მათთვის, ვისაც სხვადასხვა დაავადებები აწუხებს, აუცილებელია შესაბამისი შეზღუდვების გათვალისწინება. კერძოდ, მაღალი წნევის მქონე პირებმა აუცილებელია ყავის დღიური დოზა ექიმთან შეათანხმონ, ამასთან, სასურველია ყავის კონცენტრაცია ძალზედ დაბალი იყოს სითხეში, თუნდაც მხოლოდ ფერის მისაცემად გამოიყენოთ ყავა( თავს მოიტყუებთ, მაგრამ ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ). დიდი ოდენობით ყავისა და ზოგადად კოფეინის მიღება სერიოზულ ზიანს აყენებს გულს.
ზოგიერთ ადამიანში ყავამ შესაძლოა კუჭის პრობლემები გამოიწვის. ამის თავიდან ასაცილებლად, ყურადღება უნდა მიაქციოთ ყავის მოხალვის დონეს.რაც უფრო დამწვარია ყავის მარცვლები, მით უფრო საზიანოა ის. თუ თავად აკეთებთ ამას, მარცვლები მოხალეთ დიდი ხნის განმავლობაში დაბალ ტემპერატურაზე. კუჭის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ასევე ყავის უზმოზე დალევამ.
გარდა ამისა, იმისათვის, რომ ყავამ არ გაგასუქოთ, ნუ მიაყოლებთ მას შოკოლადს და ნუ გააზავებთ სასმელს ნაღებითა და რძით.თავად ყავა ფაქტიურად არ შეიცავს კალორიებს.თუ ნაკლებ შაქარსაც მოიხმართ ან საერთოდ უშაქრო ყავას შეეგუებით, მთლად უკეთესი.
დიდი უმრავლესობა ყავას გაღვიძებისთანავე მიირთმევს, რაც არასწორია, იმიტომ, რომ ორგანიზმის შეფხიზლებისას სხეული გამოიმუშავებს სტიმულატორ ჰორმონ კორტიზოლს, როცა ყავას მივირთმევთ, ამით ჰორმონის ჭარბი ფორმირება ხდება და სხეული ისტრესება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნორმალური გრაფიკის მქონე ადმიანისათვის ყავის მისართმევად საუკეთესო დროებია: დილით – 9:30-დან 11:30 სთ.-მდე და შუადღით – 13:30-დან 17:00 საათამდე.

































































