ორაგული
ნებისმიერი თევზი ორაგულის ოჯახიდან სასარგებლოა გულისა და არტერიებისთვის. მეტად სასარგებლოა თუ თევზი ორგანული იქნება.
ფორთოხლის წვენი
100 % -იანი ფორთოხლის წვენი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც იცავს სისხლძარღვებს.
ყავა
დღეში 2-4 ფინჯანი ყავა სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისათვის, თუმცა ყავა აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის სისტემას, ამიტომ დიდი რაოდენობის მიღებისგან მაინც შეიკავეთ თავი.
ნიგოზი
ნიგოზი მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში.
მწვანე ჩაი
ის ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას და ენერგიით გმუხტავთ.