ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა მეცნიერებმა დაასახელეს სიცოცხლის მინიმუმ ათი წლით გახანგრძლივების მეთოდი.
ექსპერტებმა გაანალიზეს ხანშიშესული მამაკაცებისა და ქალების სიკვდილის მიზეზები და ცხოვრების წესი ევროპის თერთმეტ ქვეყანაში.
მათ დაასკვნეს, რომ სწორმა კვებამ, სტრესის გარეშე ცხოვრებამ, მოწევაზე უარის თქმამ და ზომიერად ალკოჰოლის მიღებამ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლოა ათი წლით გაზარდოს. მკვლევარები ურჩევენ ადამიანებს ხმელთაშუაზღვის დიეტის მიღებას, რადგან იგი მდიდარია ხილით, ბოსტნეულით და მარცვლეულით. ასეთი კვება შეამცირებს გულსისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებებს, მეტაბოლური სინდრომისა და ტვინის ფუნქციის დაქვეითების რისკს.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ მოწევაზე უარის თქმა და ალკოჰოლის ზომიერად მიღება 17-18 პროცენტით ამცირებს სიკვდილის რისკს. სტრესის ნაკლებობა ასევე დადებითად მოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. მკვლევარების აზრით, ბედნიერ ადამიანებში ნაადრევი სიკვდილის რისკი თითქმის ოთხი პროცენტით მცირდება.