გურიის სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ჩოხატაურში მთავარი საახალწლო ნაძვის ხის კონსტრუქცია ჯერ კიდევ “შეუმოსავი” დგას.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, წინასაახალწლო სამზადისს ხვალიდან შეუდგებიან.
“უამინდობამ ცოტა გადასწია სამზადისი. დღეს იწმინდება მიმდებარე ტერიტორია და ხვალიდან შევუდგებით წინასაახალწლო სამზადისს. იქნება ცნობილი მომღერლების კონცერტი, ფეიერვერკები. მოკლედ, ჩოხატაურელებს ბევრი სიურპრიზი ელოდება”, _ გვითხრა შარაშიძემ.