ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ხიდისთავის განახლებულ პარკში ადგილობრივი ხელისუფლების წევრები შვედეთის ელჩთან ერთად ჯერ კიდევ გუშინ იმყოფებოდნენ.
თუმცა, როგორც დღეს, ხიდისთავის განახლებულ პარკში გადაღებულ ფოტოებში ვხედავთ, პარკის ტერიტორიის ნაწილზე თუ ახალი ატრაქციონები დამონტაჟდა, პარკის ნაწილი ამ დროისთვის მოუწესრიგებელია.
როდის დასუფთავდება პარკი – ამ კითხვით მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს ხიდისთავის თემში, ბენო ლომაძეს ვესაუბრეთ.
“ორშაბათს ან სამშაბათს, როცა ამინდი იქნება ნორმალური იმ კვირაში, სოციალურად დაუცველთა პროგრამით დასაქმებულები უნდა შევკრიბოთ და დავასუფთაოთ პარკის ტერიტორია. უამინდობამ, სტიქიამ ხელი შეგვიშალა და ვერ მოვახერხეთ” ,_ გვითხრა ბენო ლომაძემ.
ავტორი