ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში, სადაც საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს და სამუშაოების დასრულება შემოდგომისთვის იგეგმება, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად.
პროექტის შესაბამისად, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით. აკადემიის გუნდებთან ერთად, აქ არსებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლებისა და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდებს შეეძლებათ ისარგებლონ.
სტუმრობისას როგორც სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ აღნიშნა, ეს აკადემია გურიისა და აჭარის რეგიონს მოიცავს, სადაც 13-დან 14 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ ივარჯონ და ისწავლონ.