ჩოხატაურში 9 აპრილის სახელობის სკვერში მემორიალი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, 9 აპრილისადმი თითოეულ ქართველს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.
გზა, რომელიც დამოუკიდებელმა საქართველომ გაიარა, გვასწავლის, რომ ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა კვლავაც 9 აპრილის იდეალების გარშემო ერთობას უნდა დაეფუძნოს.
როგორც ცნობილია, დღეს ჩოხატაურში დაგეგმილია ნატო გიორგაძის საფლავზე გასვლა და გვირგვინით შემკობა. 13:30 სთ-ზე დაიწყება 9 აპრილს დაღუპული ნატო გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი – ბალახის ჰოკეიში. 15:00-ზე კი გამოფენა სახელწოდებით „გზა თავისუფლებისთვის“ – თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში.