საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება რუსთაველის გამზირზე 11:00 საათზე დაიწყება, რის ფარგლებშიც, 12:00 საათზე წვევამდელები ფიცს დადებენ, 20:30 საათზე კი გალა კონცერტი გაიმართება.
როგორც ცნობილია, ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება თბილისის გარდა 5 რეგიონშია დაგეგმილი, კერძოდ, დმანისში, ფოთში, სოფელ შემოქმედში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), გუდანის ჯვართან (ხევსურეთი), ასევე სოფელ მატანში (კახეთი). ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართება ავიაშოუც. 15 მუნიციპალიტეტში კი სამხედრო ტექნიკა გამოიფინება.
წლევანდელ ღონისძიებაში ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ამერიკის ელჩი მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ.
26 მაისის აღნიშვნის ისტორიაში პირველად შესრულდება ევროკავშირის ჰიმნი, საქართველოს ჰიმნს კი ბავშვთა კაპელა შეასრულებს.