საქართველოს დედაქალაქში ყოველ შემოდგომაზე აღინიშნება „თბილისობა“. პირველად თბილისობა 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა, თუმცა, 1990-იანi წლების დასაწყისში პაუზის შემდეგ დღესასწაული 1995 წელს კვლავ განახლდა და ოქტომბრის ბოლო ან ბოლოს წინა შაბათ კვირას ტარდებოდა, მაგრამ 2011 წლიდან თბილისელები „თბილისობას“ ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას აღნიშნავენ.
საქართველოს დედაქალაქში თბილისობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღეს 12 საათიდან დაიწყო.
რიყის პარკში, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდზე და ორბელიანის მოედანზე მისულ ადამიანებს შეუძლიათ დაესწრონ სხვადასხვა კონცერტებს, ფესტივალებს, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში და შეიძინონ საშემოდგომო დღესასწაულისადმი საგანგებოდ გასაყიდად გამოტანილი ნუგბარი.
აღსანიშნავია, რომ თბილისობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, ასევე, მთაწმინდის პარკში.
ღონისძიებები დედაქალაქში დღეს 20 საათზე ორბელიანის მოედანზე გალა კონცერტით დასრულდება, სადაც თბილისის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოვებენ.
თბილისობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კი ხვალ, 6 ოქტომბერს, 12 საათიდან ისევ გაიმართება.
„გურია ნიუსი“ დღეს დილიდან იმყოფებოდა სხვადასხვა ლოკაციებზე და იქ გადაღებულ ფოტოებს გთავაზობთ.