დღეს ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ჩოხატაურის ცენტრში მდებარე მწერლის ბიუსტი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებას ნოდარ დუმბაძის შვილი, ქეთევან დუმბაძეც დაესწრო.
დღესვე, საფუძველი ეყრება ნოდარ დუმბაძის სახელობის ტურნირს ფეხბურთში, სადაც ამ წუთებში ერთმანეთს ადგილობრივი გუნდები უპირისპირდებიან.
როგორ დასრულდება ნოდარ დუმბაძის სახელობის ტურნირი ფეხბურთში ამის შესახებ ინფორმაციას “გურია ნიუსი” მალე მოგაწვდით.
ღონისძიება არის დაგეგმილი ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმშიც.
ნოდარ დუმბაძის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასრულება ხელოვნების სასახლეში მუსიკალური პერფორმანსის “ხაზარულას” პრემიერით იგეგმება, რომლის რეჟისორიც გოჩა ხვიჩიაა.