საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა ლანჩხუთშიც.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინით შეამკეს დამოუკიდებელი საქართველოს მეთაურის, ნოე ჟორდანიას ბიუსტი.
ქალაქის ცენტრალურ სკვერში კი სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართა. სახელოვნებო სკოლის აღასაზრდელებმა ნახატები გამოფინეს.
კულტურის ცენტრმა კი მხატვარ მარინა როყვას ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა.
აქვე შემოქმედებითი კონკურსის ,,მთიების” გამარჯვებულები დააჯილდოვეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კონკურსის თემა ლიტერატურასა და მხატვრობაში – ,,ჩემი ხატია სამშობლო, სახატე ჩემი ქვეყანა“ იყო.
პოეზიაში პირველი ადგილი პაპუნა ფირცხალაიშვილს, მეორე- სალომე სანდროშვილს, მესამე კი სოფია სამხარაძეს ხვდა წილად.
პროზაში პირველი ადგილი ანა ურუშაძემ მოიპოვა, მეორე – მარიამ ურუშაძემ, ხოლო მესამეზე მარიანა მურვანიძე გავიდა. მხატვრობაში პირველი ადგილი რეზი კუპატაძემ, მეორე-თიკა ზოიძემ და მესამე ირინა გოგუაძემ მოიპოვეს.
გამარჯვებულებს სიგელებთან ერთად ფულადი პრიზებიც გადაეცათ. ისინი ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დააჯილდოვა.
დღის ბოლოს კულტურის ცენტრში საზეიმო კონცერტი გაიმართა.