გურიაში 19 ნოემბრის ჩათვლით თბილი და უნალექო ამინდი ნარჩუნდება,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“გუშინ დაწყებული ქარი შუადღიდან შესუსტდება და მოსალოდნელია 18 ნოემბერს აღარ იქროლოს. მაქსიმალური ტემპერატურა +18-19 გრადუსი დაფიქსირდება. 20-21 ნოემბერს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს 20 ნოემბერს +13-15 გრადუსამდე. 21 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, თბილი და უნალექო ამინდი ნარჩუნდება კვირის დასაწყისშიც”,_ გვითხრა გვაზავამ.
[sexy_author_bio]