გურიაში დღის მეორე ნახევრიდან ნალექს ელოდებიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელი დოდო გვაზავა ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ 4 თებერვლამდე გურიაში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, შემდეგ კი დასავლეთის ძლიერი ქარი და დაბლობში წვიმა, ხოლო მთაში- თოვლი.
“საღამოს საათებში მცირე წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში თოვლი. ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. 2-3 თებერვალს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი 15-20მ/წმ-მდე დროგამოშვებით. 4 თებერვლამდე თბილი, უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა 2-3 თებერვალს +12, +14 გრადუსამდე მოიმატებს. ღამის საათებში დაბლობ რაიონებში +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება, ყინვა შერბილდება მთაშიც და 0 გრადუსის ფარგლებში, ხოლო მაღალ მთაში -5, 0 გრადუსია მოსალოდნელი.
4 თებერვლიდან კვლავ მოსალოდნელია ამინდის ცვლილება, რომელიც გაგრძელდება 10 თებერვლამდე. 4 თებერვალს იწვიმებს დაბლობ რაიონებში, მთაში და მაღალ მთაში ითოვებს ინტენსიურად. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაიკლებს. 4 თებერვლიდან 6 თებერვლის ჩათვლით დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +1, +6 გრადუსის ფარგლებში, მთიან რაიონებში, 0, +5 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში -5, 0 გრადუსის ფარგლებში. 4 თებერვალს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი 5 თებერვლის ღამის საათებამდე”,_ ამბობს გვაზავა.