გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ გურიაში დღეიდან 7 ივლისის ჩათვლით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +27-29 გრადუსი დაფიქსირდება.
6 ივლისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 7 ივლისის საღამოს საათებიდან კი კვლავ არამდგრად ამინდს ელოდებიან. შესაძლებელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით.
9 – 10 ივლისს კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 31-33 გრადუსი დაფიქსირდება.