გურიაში კვლავ არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
„დღეს და ხვალ დღის მეორე ნახევარში იწვიმებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 20 აპრილის ჩათვლით შენარჩუნდება 25-28 გრადუსამდე და 20 აპრილს შესაძლებელია 30 გრადუსსაც მიუახლოვდეს.
21 აპრიდლიდან კვლავ არამდგრადი ამინდი იქნება. შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან შემოიჭრება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. იწვიმებს. განსაკუთრებით 21-22 აპრილს. ცივი ჰაერის შემოჭრა ტემპერრატურის ვარდნას გამოიწვევს და 21-23 აპრილს შესაძლებელია გურიის ტერიტორიაზე იყოს 18-20 გრადუსი.
შედარებით გამოიდარებს 23 აპრილს. 24-25 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა კი 28 გრადუსამდე მოიმატებს“,_ გვითხრა გვაზავამ.