გურიაში, კვირის განმავლობაში არამდგრად ამინდს ელოდებიან,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“ხვალიდან წვიმები იწყება. შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან გრილი ჰაერის მასების შემოსვლას ველოდებით. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +17, +19 გრადუსი შენარჩუნდება, დღის საათებში კი მოსალოდნელია +25, +29 გრადუსი. დრო გამოშვებით იქნება ხანმოკლე ხასიათის წვიმები ელჭექთან ერთად. განსაკუთრებით 11-12-13 ივლისს. 14 – 15 ივლისს ინტენსივობა იკლებს, შაბათ-კვირას კი ისევ უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. გაძლიერდება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარი”,_ ამბობს გვაზავა.