არამდგრადი ამინდი ამ კვირაშიც ნარჩუნდება ხანმოკლე ხასიათის წვიმებით, დროგამოშვებით მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარი,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“მნიშვნელოვანი წვიმაა მოსალოდნელი 18 ივლისის ღამეს, ასევე ხანმოკლე ხასიათის მნიშვნელოვანი წვიმაა ელჭექით მოსალოდნელი 20-21 ივლისის ღამეს.
რაც შეეხება ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას, 18-19 ივლისს მოსალოდნელია +25, +27 გრადუსი. 20-21 ივლისს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს ერთი- ორი გრადუსით.
23 ივლისიდან შეიძლება ამინდი ცოტათი გაუმჯობესდეს”,_ ამბობს გვაზავა.