გურიაში, ხვალ დღის საათებში მოსალოდნელია მცირე წვიმა. მაღალ მთაში თოვლჭყაპი,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
გვაზავას ინფორმაციით, ნალექი მხოლოდ 1 დღით შენარჩუნდება და 22 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით უნალექო ამინდი იქნება.
“24 თებერვლის ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა ხვალ იქნება დაბალი. დაახლოებით +11, +13 გრადუსი. 22 თებერვალს მკვეთრად მოიმატებს, შეიძლება +17, +19 გრადუსი დაფიქსირდეს დაბლობ რაიონებში, შესაბამისად ტემპერატურა მოიმატებს მთიან და მაღალ მთიან რაიონებში”,_ ამბობს გვაზავა.
თუმცა, გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელის თქმით, 25 თებერვალს ისევ ცივი ჰაერის მასები შემოვა და ამინდიც გაუარესდება.
“25 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, მოსალოდნელია ცივი ჰაერის შემოსვლა დასავლეთ საქართველოში, მათ შორის გურიაშიც. ჰაერის ტემპერატურაც მკვეთრად დაიკლებს. დღის და ღამის ტემპერატურა შეიძლება ერთმანეთს გაუტოლდეს. დაფიქსირდება +5, +10 გრადუსის ფარგლებში. იწვიმებს უმეტეს რაიონში. 25-26 თებერვლის ღამისა და დღის პირველ ნახევარში შესაძლოა ძლიერი წვიმა და მაღალ მთაში ინტენსიური თოვა. შედარებით გამოიდარებს 28 თებერვალს”,_ ამბობს გვაზავა.
[sexy_author_bio]