გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ დღეს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის მიმართულების ძლერი ქარი და წვიმაა მოსალოდნელი.
“დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს. აღმოსავლეთის მიმართულების ქარი ჩადგება და საღამოს საათებში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, შენარჩუნდება ხვალ, დღის პირველ ნახევრამდე. ტემპერატურა დღეს დაფიქსირდება +20, +22 გრადუსამდე, ხვალ დაიკლებს და უმეტეს რაიონში იწვიმებს. ბახმაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღალ მთაში შესაძლოა, წვიმა თოვლ-ჭყაპში გადაიზარდოს. 10-11 აპრილს გამოიდარებს. გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი”,_ განაცხადა გვაზავამ.