გურიაში, ნალექის ინტენსივობა კლებულობს, მაგრამ არამდგრადი ამინდი 12 მაისის ჩათვლით შენარჩუნდება,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“ისევ ცივი ჰაერის მასების გავლენის ქვეშ ვრჩებით. მოსალოდნელია მცირე ნალექი. წვიმა დღის საათებში, ღამით ნალექის შეწყვეტა. მაღალ მთაში არ არის გამორიცხული თოვლჭყაპი. შედარებით გამოდარება მოსალოდნელია 13-15 მაისის ჩათვლით. დღესაც და ხვალაც დაბლობში შეიძლება დაფიქსირდეს +17, +18 გრადუსი სითბო, მთაში +10, +12 გრადუსი, მაღალ მთაში +3, +8 გრადუსი. მაღალ მთაში შედის ბახმარო და მიმდებარე ტერიტორია, ამიტომ არ არის გამორიცხული რომ ციოდეს, ღამით 0, -1 გრადუსი დაფიქსირდება, დღისით 0, +5, რადგან ჰაერის ტემპერატურა საგრძნობლად ვერ იმატებს, არ არის გამორიცხული თოვლჭყაპი. გარდა ამისა, ღამის ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი 11-13 მაისის ღამის საათებში. მაღალ მთაში შეიძლება -2 გრადუსამდეც ჩამოვიდეს ჰაერის ტემპერატურა“,_ ამბობს გვაზავა.