სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-20) მომზადებული, 2018-2019 წლების ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზი, ეყრდნობა გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს.
ექსპერტების დასკვნით, 2018-2019 წლების ზამთრის პერიოდში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს.
აღნიშულის გათვალისწინებით, მომავალი ზამთრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია: – ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს ან ნორმაზე 1-20 C-ით მაღალი.
საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5, +70C; მთაში
0, +20C; მაღალ მთაში -4, -20 C; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +20C; მთაში -2, 00 C; მაღალ მთაში -5, -30 C შეადგენს.
საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ნალექების საშუალო მრავალწლიური რაოდენობა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 500-700 მმ, მთაში 300-450 მმ, მაღალ მთაში 200-400 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 70-120 მმ, მთაში 80-150 მმ, მაღალ მთაში 70-150 მმ-ს შეადგენს.