საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან წვიმა ელჭექით – ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
“2 ოქტომბრიდან არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი საქართველოში. 4 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში კი 2 და 3 ოქტომბერს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა. განსაკუთრებით 3 ოქტომბრის დღის პირველ ნახევარში. 4 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან კი ცალკეულ რაიონებში იწვიმებს. 5-6-7 ოქტომბერს კი შედარებით გამოიდარებს”,_ განაცხადა გვაზავამ.
ავტორი