“ახლა შევჯერდი, რომ ეს გამარჯვებული გურულის ძეგლია”, _ წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ალმასხან გურული.
მისი თქმით, ეს მაშინ დაასკვნა, როცა ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჩხაიძის, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოპოვებული გამარჯვების ემოციების ამსახველი ფოტო იხილა.
“აჯანყებული, გადარეული გურულიო… ასე მოიხსენიებენ ამ ძეგლს.
მთელი ცხოვრებაა ვუყურებ და მართალია, მშობლიური და ორგანულად თავსებადია ლანჩხუთთან, გურიასთან და გურულებთან ეს ძეგლი,
მაგრამ ბოლომდე გასაგები მაინც არასდროს იყო ჩემთვის ის.
,,ბოდი-ლეგნვიჯი,, (სხეულის ენა) რის გადმოცემასაც, ალბათ, ავტორი ცდილობდა ძეგლით.
სანამ სიხარულისგან და გამარჯვებისგან აღტკინებული ჩვენი გოგოების, ჩვენივე ტრენერის სიხარულის გამოხატვის ფორმა არ ვნახე ფოტოზე.
ახლა ვფიქრობ (შევჯერდი იმ აზრზე), რომ გამარჯვებული გურულის ძეგლია ეს და ყველაფერი გასაგები გახდა…
აჯანყებაც ხომ გამარჯვებაა ერთგვარი…
კიდევ ერთხელ ვულოცავ ფანტასტიურ გოგოებს და მწვრთნელს ამ წარმატებას…. გამარჯვების გზაზე გევლოთ…. ” _ წერს ალმასხანი.