ავსებთ ერთმანეთს. მიუხედავდა იმისა, რომ განსხვავებულ სფეროებში მოღვაწეობთ, ავსებთ ერთმანეთს.
იცით, რას ფიქრობს. თქვენი მონათესავე სული გუმანით ხვდებით, რა უხარია და რა სწყინს თქვენს მონათესავე სულს. მანამდე ეხმარებით, სანამ თავად გთხოვთ დახმარებას.
უბრალოდ იცით გულით გრძნობთ, რომ ეს ადამიანი იდეალურად შეგეფერებათ.
ერთად ჩუმად ყოფნაც გსიამოვნებთ. მთავარია, ერთად იყოთ და შეიძლება არც საუბრობდეთ, ისე გსიამოვნებდეთ ერთმანეთთან ყოფნა.
არ ეჭვიანობთ. ერთმანეთის ერთგულები ხართ და ეჭვის გრძნობა არც გიჩნდებათ.
ადრეც შეხვედრიხართ ერთმანეთს. შეიძლება ამ ცხოვრებაში ერთმანეთს ადრე არ შეხვედრიხართ, მაგრამ წინა ცხოვრებაში იცნობდით ერთმანეთს.
პარტნიორის ყველა ნაკლსა და ღირსებას იღებთ. თქვენი პარტნიორი თქვენში მხოლოდ კარგს ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ ფრთიანი ანგელოზი არ ხართ და თქვენც ასე ხართ მის მიმართ.
არ ბრაზობთ. რა თქმა უნდა, კამათობთ და ჩხუბობთ კიდეც, მაგრამ საყვარელი ადამიანის აზრს პატივს სცემთ.
ზუსტ დროს შეხვდით ერთმანეთს. ადამიანი მონათესავე სულს მაშინ ხვდება, როცა მასთან შესახვედრად ფსიქოლოგიურად მზად არის.
მონათესავე სულები ერთმანეთის ტკივილს გრძნობენ. თქვენ ხვდებით, როდისაა თქვენი საყვარელი ადამიანი მოწყენილი და ავად და იმავეს გრძნობს ისიც, როცა თქვენ გიჭირთ.
ერთნაირი ცხოვრებისეული მიზნები გაქვთ. შეიძლება სხვადასხვა მეთოდით ხელმძღვანელობთ, მაგრამ მიზნები ერთნაირი გაქვთ.
ჩახუტება ყველა საჩუქარზე ძვირფასია. რაც უნდა ხდებოდეს, საყვარელი ადამიანის ჩახუტება ყველა წყენას, ტკივილს გავიწყებთ და გრძნობთ, როგორ ივსებით ენერგიით, რომ გააგრძელოთ ბრძოლა. გულით გრძნობთ, რომ ეს ადამიანი იდეალურად შეგეფერებათ.