Edison Research-ის კვლევის შედეგებით, პრემიერ გახარიას დადებითად მოსახლეობის მეტი წილი აფასებს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს.
მმართველი გუნდის პოლიტიკოსებს შემდეგნაირად აფასებენ:
გიორგი გახარია – 65% პოზიტიური; 35% ნეგატიური;
კახა კალაძე – 55% პოზიტიური; 45% ნეგატიური;
ბიძინა ივანიშვილი – 48% პოზიტიური; 52% ნეგატიური;
ირაკლი ღარიბაშვილი – 45% პოზიტიური; 55% ნეგატიური;
არჩილ თალაკვაძე – 37% პოზიტიური; 63% ნეგატიური;
ირაკლი კობახიძე – 33% პოზიტიური; 67% ნეგატიური;
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
კვლევა 23 ივნისი – 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.1%-ია.